საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქომაგი“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, რომ ხელისუფლების
მხრიდან „ფონდ ქომაგსა“ და მის ბენეფიციარებზე განხორციელებულ დარღვევებს ყურადღება მიაქციოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან „ფონდი ქომაგის“ წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ფონდი ქომაგის“ ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა განუცხადა, ფონდი მიმართავს ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს და აღნიშნული დიპლომატიური მისიის მიერ ფონდთან თანამშრომლობას და მისი საქმიანობის მონიტორინგს სთხოვს.
„დღეს მიმართვა გავუგზავნეთ ევროკავშირის ელჩს დიმიტროვს, ასევე, აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს და ჩვენი საქმიანობის შესწავლა ვთხოვეთ. ასევე, ვითხოვთ ყურღება მიაქციონ ხელისუფლების მხრიდან ფონდსა და მის ბენეფიციარებზე განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებს. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ მათ ყველა შეკითხვას“-განაცხადა მეტრეველმა.
საერთაშორისო „ფონდი ქომაგი“ მსგავს მიმართვას საქართველოში არსებულ სხვადასხვა საელჩოებსაც გაუგზავნის.
