ჯაბა ჯიშკარიანი პრეზიდენტს მე-15 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს
ჯაბა ჯიშკარიანი პრეზიდენტს მე-15 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს
16:46 13.09.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მე-15 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით მიმართავს.

როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე მე-15 საჯარო სკოლა უმოქმედოა, არც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და არც სამუშაოები.

მისი თქმით, ამასთან, სკოლა არც განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული.

ჯიშკარიანი პრეზიდენტს მიმართვაში აღნიშნული სკოლის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

ჯიშკარიანი ასევე, სკოლის ქონების და მფლობელის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს.


ბეჭდვა