ნეტ-ბუკებს წელს 41 272 პირველკლასელი მიიღებს
ნეტ-ბუკებს წელს 41 272 პირველკლასელი მიიღებს
16:43 13.09.2012
2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3 078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემა.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

კომპიუტერების დისტრიბუციას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს, ხოლო „ბუკები“ კომპანიებმა - „ალგორითმი” და „ინტელი” საქართველოში დაამზადეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, დღეს კომპანია „ალგორითმიდან” ნეტ-ბუკები თბილისის საჯარო სკოლებისთვის გაიგზავნა და 17 სექტემბერს ყველა პირველკლასელს „ბუკი“ სკოლაში დახვდება.

ბეჭდვა