ნათია მეზვრიშვილი: უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს
ნათია მეზვრიშვილი: უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს
14:09 09.09.2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სკოლებში საზეიმო ღონისძიებები. დღეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ბეჭდვა