უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა
უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა
12:21 09.09.2020
უხვი ნალექის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობითვე, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
ბეჭდვა