დაჩი ცაგურიამ ტელეკომპანია „მზესთან“ აქცია გამართა
დაჩი ცაგურიამ ტელეკომპანია „მზესთან“ აქცია გამართა
13:03 13.09.2012
უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა, კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში, ტელეკომპანია „მზესთან“ აქცია გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს ცაგურიამ განუცხადა, ტელეკომპანია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაშია.

„ჩემი აზრით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ჩხარტიშვილმა ბეჟუაშვილს ტელეკომპანია აჩუქა. ტელეკომპანიის იძულების წესით ჩუქებაზე, თავად ბიზნესმენი უკვე ღიად საუბრობს. ამ საქმეში ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება დიდი ხნის წინ უნდა დაწყებული, თუმცა, ამ საქმით აქამდე არავინ დაინტერესებულა“ - განაცხადა ცაგურიამ და დასძინა, რომ ტელეკომპანიის იძულების წესით ჩუქებაში მონაწილეობდნენ როგორც დავით ბეჟუაშვილი, ასევე, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

როგორც ცაგურიამ განაცხადა, კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში, აქციები სხვადასხვა წართმეულ ობიექტთან იგეგმება.


ბეჭდვა