კომუნიკაციების კომისიაში ტელეკომპანია „კავკასიის“ საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება
კომუნიკაციების კომისიაში ტელეკომპანია „კავკასიის“ საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება
09:01 13.09.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით 17 აგვისტოს დაიწყო.

ტელეკომპანია „კავკასია“ მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომლითაც კომპანია ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის თანამგზავრული სისტემის მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელებას შეძლებს.

ბეჭდვა