„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორი გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მოადგილეს საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორი გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მოადგილეს საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს
08:58 13.09.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი იორგ მათისი დღეს გლდანი-აძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ვალერი  ნინიკელაშვილს თემქის დასახლებაში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს წარუდგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გამგებლის მოადგილე წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა.

ასევე, გაეცნობიან მრავალსართულიან კორპუსებში გამრიცხველიანების პროცესს და ახლად გადაიარაღებულ სატუმბო სადგურში განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

ბეჭდვა