გიორგი გახარია: გილოცავთ პირველკურსელებო, იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა
გიორგი გახარია: გილოცავთ პირველკურსელებო, იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა
00:07 01.09.2020
გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებას უსურვებს.

"მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, - გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!"- აღნიშნავს გიორგი გახარია.
ბეჭდვა