არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა
არჩილ თალაკვაძის დაცვის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა
18:30 30.08.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

პარლემანტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია.

ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.​


ბეჭდვა