ევროკავშირი „პარკების მსოფლიო დღეს“ საქართველოშიც აღნიშნავს
ევროკავშირი „პარკების მსოფლიო დღეს“ საქართველოშიც აღნიშნავს
18:58 12.09.2012
ევროკავშირი „პარკების მსოფლიო დღეს“ კახეთში, სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ეზოში 50 ძირი კატალპას ჯიშის ხის დარგვით აღნიშნავს.

ნერგების დარგვაში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მოსწავლეები და მოსახლეობა მიიღებს.

„პარკების მსოფლიო დღეს“ საქართველოში პირველად აღნიშნავენ, შესაბამისად, ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდებიან და ახალ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი.

„პარკების მსოფლიო დღე“ 18 სექტემბერს აღინიშნება.

ბეჭდვა