ნათია თურნავა: სტუდენტებისთვის მთავრობის ხელშეწყობით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
ნათია თურნავა: სტუდენტებისთვის მთავრობის ხელშეწყობით კიდევ ერთი რეისი შესრულდება
14:40 27.08.2020
მთავრობის ხელშეწყობით, 8 სექტემბერს, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რეისს ავიაკომპანია "მაი ვეი ეარლაინსი" შეასრულებს.


ბეჭდვა