ტომას მელია მიიჩნევს, რომ ქართული მედია ცოცხალია და ვითარდება
ტომას მელია მიიჩნევს, რომ ქართული მედია ცოცხალია და ვითარდება
18:20 12.09.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე შრომისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ტომას მელია მიიჩნევს, რომ ქართული მედია ვითარდება.

როგორც მელიამ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციისა და ქართული მედიის წარმომადგენლებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განსახვავებული სტრუქტურული საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, შეხვედრაზე Must carry-ის განხორციელებას, სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებულ პროექტსა და იმ საქმიანობაზე ისაუბრეს, რომელსაც აღნიშნულ თემასთან მიმართებაში უწყებათაშორისი კომისია აწარმოებს.

„აღნიშნული შეხვედრის დროს სხვადასხვა შეხედულებების მრავალფეროვნება მოვისმინე, რაც იმის რწმენას მაძლევს, რომ მედია საქართველოში ნამდვილად ცოცხალი და დინამიურია“ - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ქართული მედია მუშაობს და ვითარდება.

აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაციის წევრებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

ბეჭდვა