ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები
13:04 26.08.2020
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები ასევე, 2 კვირის ინტერვალით - 1-ლი ოქტომბრიდან.

„კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები,“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ბეჭდვა