2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება
2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება
12:57 26.08.2020
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩვენებას“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ბეჭდვა