თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ბათუმიდან დაახლოებით 1 საათის დაგვიანებით გამოვა
თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ბათუმიდან დაახლოებით 1 საათის დაგვიანებით გამოვა
19:36 23.08.2020
"თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ბათუმიდან დაახლოებით 1 საათის დაგვიანებით გამოვა" -განცხადებას ამის შესახებ სს საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზა ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე"-აცხადებენ საქარტველოს რკინიგზაში.

ბეჭდვა