ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ინოვაციურ საპილოტე პროექტს განახორციელებს
ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო)  საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ინოვაციურ საპილოტე პროექტს განახორციელებს
13:14 13.08.2020
ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, სამეწარმეო საქმის მართვის მოდელები დაინერგება კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ (ITVET), მისი დირექტორის, მამუკა ჯანჯალიას ხელმძღვანელობის ქვეშ, ხოლო შემდგომ გავრცელდება სხვა შესაბამის სასწავლებლებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული პროექტი MASHAV– ის, ისრაელის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და ის ასევე წარმოადგენს 2017 წელს სამინისტროს მიერ შემუშავებული „განათლების ერთიანი სტრატეგიის“ განხორციელების ნაწილს, რომლის მიზანია მოსწავლეებსა და სტუდენტებში პროფესიული განათლების დონის ამაღლება და იმ უნარჩვევების განვითარება, რაც ხვალინდელი გამოწვევების ადეკვატური იქნება.

განსაკუთრებული მადლობა მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ თამარ ქიტიაშვილს (MASHAV-ის კურსდამთავრებული), პროექტში შეტანილი წვლილისათვის.


ბეჭდვა