მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდნენ.
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე რობერტო სოლდადოს მიერ გატანილი გოლით შეძლეს მოგება.
2014 წლის მსოფლიო ჩამპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა უკვე ორი შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში საქართველომ „დინამო არენაზე“ ბელორუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
