ქართველმა კალათბურთელებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს
ქართველმა კალათბურთელებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს
10:19 12.09.2012
„ევრობასკეტის“ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ფორმალურ თამაშში ნიდერლანდების ნაკრები 97:89 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთი ტურით ადრე მოიპოვეს. „ევრობასკეტი“ 2013 წელს სლოვენიაში გაიმართება.
სპორტის ექსპერტების განცხადებით, ამ გამარჯვებას საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართველი კალათბურთელები შესარჩევ ტურში სწორედ ჰოლანდიასთან დამარცხდნენ.
ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ სანიკიძემ გუნდს 22 ქულა შესძინა, 13-ჯერ მოხსნა ბურთი და საკვალიფიკაციო ციკლში ამ კომპონენტში პირადი რეკორდი დაამყარა.

ბეჭდვა