საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-17 პაციენტი გარდაიცვალა
11:18 31.07.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 1168 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 940 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 6588 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 323 ადამიანი რჩება.


ბეჭდვა