NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს
NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს
16:08 28.07.2020
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსისგან იცავს, 38% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 9%-ს ამაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევაში წერია, რომ წლევანდელ სააღდგომო ლიტურგიას გამოკითხცულთა 10% დაესწრო.

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.
ბეჭდვა