ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა
ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა
15:11 27.07.2020
27 ივლისს, მოსული ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა და ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

დილიდან, ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, ადგილზე მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ლენტეხის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფება, მოსახლეობას ხვდება და არსებულ ვითარებას ეცნობა.

ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდა, დღის ბოლომდე აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ადგილზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაწყებულია ქმედითი ღონისძიებები.
ბეჭდვა