მოძრაობამ „გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტი - „ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს“ დაიწყო
მოძრაობამ „გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტი - „ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს“ დაიწყო
14:17 11.09.2012
სამოქალაქო მოძრაობამ „გადაარჩინე სიცოცხლე“ სამართალიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი პროექტი „ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს“ დაიწყო.

პროექტის პრეზენტაცია ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ გაიმართა.

როგორც „გადაარჩინე სიცოცხლეს“ თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, პროექტი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ემსახურება.

„წლების მანძილზე უამრავ დაპირებას ვისმენთ, რომელთაც არ ასრულებენ. მოდიან ე.წ „კალოშებით“ და მოსახლეობის ხარჯზე შოულობენ მილიონებს. ეს უნდა დასრულდეს. დავრწმუნდით, რომ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ სურს საზოგადოება იყოს ძლიერი. ამიტომ, სწორედ საზოგადოება ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა სამართლიანი არჩევნების გზით მოვიყვანოთ ღირსეული ხელისუფლება“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ვაზაგაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმის თანახმად, სამართლიანი არჩევნების შედეგად ღირსეული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობა ოპოზიციაში ჩადგება, რათა ხელისუფლება მაქსიმალურად აკონტროლოს.

მისივე ცნობით, მოძრაობამ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სპეციალური სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.

„უკვე 24 საათიან რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა და ყოველდღე გავაკეთებთ ახალ განცხადებებს. ამ პროცესში მთელი საქართველო უნდა ჩერთოს. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ უფულოდაც შესაძლებელია საქმის გაკეთება. არჩევნების დღესაც და შემდეგაც ვიმუშავებთ და ხელისუფლებას არ მივცემთ არჩევნების გაყალბების საშუალებას“ - აღნიშნა ვაზაგაშვილმა.

მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის - „ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს“ ფარგლებში გასვლებს რეგიონებშიც გეგმავს.

ბეჭდვა