გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს covid-19 დაუდგინდათ - ისინი ბაზრობაზე მუშაობდნენ
გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს covid-19 დაუდგინდათ - ისინი ბაზრობაზე მუშაობდნენ
17:50 21.07.2020
"გარდაცვლილი მეთექვსმეტე პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალეზზე. მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.

დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება.
ბეჭდვა