საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
10:38 21.07.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 1049

დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 267 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა