ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს
15:57 19.07.2020
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სოფელ უწერაში ( ჟამიერეთუბანში) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფელში არსებულ მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.
შემსრულებელი - ი/მ ციური რაზმაძე;
ჯამური ღირებულება - 17151 ლარი;
დაფინანსების წყარო - ადგილობრივი ბიუჯეტი.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
ბეჭდვა