საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ კრწანისის შტაბის წევრები ამერიკის საელჩოსთან დღეს, აშშ-ში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
როგორც ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა განუცხადა, ორგანიზაციის წევრები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ შეერთებულ შტატებში მომხდარ ტრაგედიას და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
კრწანისის შტაბის აქტივის ავტოკოლონა აშშ-ს საელჩოსკენ უკვე გაემართა.
