საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან-ჩაატარა
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ  კვლევა - ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროდირექტივასთან-ჩაატარა
18:51 17.07.2020
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასებაზე და მის შესაბამისობაზე ევროდირექტივასთან, პრობლემატური საკითხების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ კვლევის მიზანი იყო ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივის დანერგვის ეფექტიანობის შეფასება, რომელიც ითვალისწინებს:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენას და ისეთი სისტემის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და კორუფციის რისკების გამოვლენა-შემცირებას და მის ოპერატიულ აღმოფხვრას;
  • მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტში ხარვეზების იდენტიფიცირებას, დოკუმენტის შესაბამისობის შეფასებას 2014/45/EU დირექტივასთან მიმართებაში;
  • ინსპექტორთა სწავლება-გადამზადებისა და საგამოცდო სისტემის არსებული მოდელის ეფექტიანობის შესწავლას, მისი 2014/45/EU დირექტივასთან შესაბამისობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

კვლევის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ბეჭდვა