რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება
რომი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება
09:36 17.07.2020
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს. სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინს“-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.

ბეჭდვა