„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშის - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშის - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს
11:11 11.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ წინასაარჩევნო ანგარიშის - „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევა პროექტის - „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხები 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე. კერძოდ, დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ბეჭდვა