ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ორი თანამშრომელი - აკაკი ჭანკურიძე და ირაკლი დიდებულიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერა ივანიშვილის ტელევიზია „GDS“-ში გადავიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „GDS“-დან აცნობეს, ჭანკურიძე და დიდებულიძე ახალ სატელევიზიო პროქტებს გააკეთებენ, რომელსაც ახლადდაარსებული ტელევიზია მაყურებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
აკაკი ჭანკურიძეს და ირაკლი დიდებულიძეს მაყურებელი „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემიდან „თქვენი შოუ“ იცნობს.
