სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:37 15.07.2020
"10 თვის ბავშვი გუშინწინ საღამოს კორონავირუსის სიმპტომებით შემოიყვანეს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში და ექიმებმა აუღეს ტესტი. დღეს დილით მივიღეთ დადებითი პასუხი. ჯერჯერობით ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, თუმცა ვმუშაობთ, კვლევა გრძელდება, ნიმუშების აღება დავიწყეთ და ამჟამადაც მიმდინარეობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

სოფელ ყარაჯალაში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ბეჭდვა