ჯანდარის მაგისტრალური არხი გაიწმინდა
ჯანდარის მაგისტრალური არხი გაიწმინდა
11:29 15.07.2020
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების I ეტაპი დაასრულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები, არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება.

ბეჭდვა