მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია
11:26 15.07.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო მეოთხე პაციენტის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

"ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა, მეოთხეს ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს"-განაცხადა ეზუგბაიამ.
ბეჭდვა