რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის 30%-ის დამწვრობით მცირეწლოვანი მოათავსეს
რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის 30%-ის დამწვრობით მცირეწლოვანი მოათავსეს
10:20 11.09.2012
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დამწვრობით 3 წლის და ათი თვის ბავშვი მოათავსეს.

ბავშვი ტყიბულიდან კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ გადმოიყვანა. მას სხეულის 30% აქვს დამწვარი. პაციენტს III-IV ხარისხის დამწვრობა სახის, კისრის, გულ-მკერდის, ზემო კიდურების მიდამოებში აღენიშნება.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ამავე დროს მძიმე. მას რეანიმაციულ განყოფილებაში ინტენსიური თერაპიის კურსი უტარდება.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვმა დამწვრობა დენის მაღალი ძაბვის ჯიხურში მიიღო, სადაც ის შემთხვევით შევიდა.


ბეჭდვა