ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ესპანელებს დაუპირისპირდებიან
ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ესპანელებს დაუპირისპირდებიან
09:05 11.09.2012
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის მეორე შეხვედრა იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა, ბელორუსის ნაკრები 1:0 დაამარცხეს.

ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 21:30 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა