ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ეძებენ
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ეძებენ
13:33 14.07.2020
ზუგდიდში, სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი საქონელს მწყემსავდა და ბოლოს ის მდინარის პირას ნახეს.
ადგილზე მოსახლეობა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.


ბეჭდვა