მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 5 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება -ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია
 მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 5 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება -ხუთივე დაინფიცირებული  ერთი ოჯახის წევრია
13:10 11.07.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება. მისივე თქმით, ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.


"კორონავირუსის 8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები,"-განაცხადა ეზუგბაიამ.
ბეჭდვა