უწყებათაშორი კომისია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს შეისწავლონ მათ
დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ბეჭდური თუ ელექტრონული გამოცემების შინაარსის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან.
როგორც დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უწყებრივ ვებ-გვერდებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად და პარტიული სიმბოლიკის განსათავსებლად იყენებენ.
კინწურაშვილის თქმით, კომისია ასეთ ქმედებებს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევს და თვითმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში არ განახორციელონ ისეთი ბეჭდური თუ ვიდეო პროდუქციის დისტრიბუცია, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის შექმნილი არ იყო თუმცა, მასში საარჩევნო სუბიექტები ფიგურირებენ.
