რადიო „უცნობი“ დღეს 17:00 საათიდან რადიო გადაცემების სატელევიზიო ეთერით ტრანსლირებას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „უცნობიდან“ აცნობეს, რადიო არსებულ ფორმატს ინარჩუნებს. საინფორმაციო-ანალიტიკური და გასართობი თოქ-შოუების ტრანსლირება ერთდროულად, როგორც რადიო, ასევე, ტელე-ეთერით განხორციელდება.
საინფორმაციო გამოშვებისა და გადაცემების - „დიალოგები“, „პოლიტბიურო“, „თავისუფალი სიტყვა“, „სატელეფონო გამოკითხვა“, „აივნებიან ქალაქში“, „ჭიჭიკო და ბიჭიკო“ - ნახვა „გლობალ ტვ“-ის მომხმარებლებს შეეძლებათ.
ტელევიზიის სახელწოდება „უცნობი“ იქნება და ეთერში იმავე სამაუწყებლო ბადით გავა, რითაც რადიო „უცნობი“ მაუწყებლობს.
ტელეკომპანიის სამაუწყებლო არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი, 24 საათი.
შპს „რადიო უცნობმა“ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება 14 აგვისტოს მიიღო.
