2 დღეა, საოკუპაციო ხაზიდან გაუჩინარებულ 26 წლის ტატო ზარქუას ეძებენ
2 დღეა, საოკუპაციო ხაზიდან გაუჩინარებულ 26 წლის ტატო ზარქუას ეძებენ
18:54 04.07.2020
სამეგრელოს სოფელ რიყეში 26 წლის ტატო ზარქუას ეძებენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მამაკაცი 2 დღის წინ საოკუპაციო ხაზიდან გაუჩინარდა.  დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ფიქრობენ, რომ ტატო ზარქუა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და გალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.


ზარქუას ოჯახი გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.


ბეჭდვა