„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სთხოვს, ასოციაციის
წევრებისა და პოეტ დავით მაღრაძესთან შეხვედრის მოსაწყობად დარბაზი გამოყოს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, შეხვედრის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მაღრაძის პოზიციის მოსმენა, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პოეტის შემოქმედების გაცნობაა.
„რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტს ამავე მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა, უარი მივიღეთ. დღეს იძულებულები ვართ, ჩვენი მოთხოვნა მედიისთვის გავასაჯაროოთ, რათა თავი დავიზღვიოთ და მათი უარი თავიდან ავიცილოთ“ - განაცხადა კობაიძემ.
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ აღნიშნული მოთხოვნით თსუ-ში განცხადებას 12:00 საათზე შეიტანს. სტუდენტები სასწავლებლისგან პასუხს 10 დღის ვადაში ელოდებიან.
