ივანიშვილის თქმით, მმართველი პარტიის ყრილობაზე 150 ათასი ადამიანი იმყოფებოდა
ივანიშვილის თქმით, მმართველი პარტიის ყრილობაზე 150 ათასი ადამიანი იმყოფებოდა
10:36 10.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე რეალურად, მხოლოდ 150 ათასი ადამიანი გამოვიდა - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თელავში მმართველი პარტიის ყრილობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„150 ათასი რეალურად 7-8%-ს შეადგენს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სახლში დარჩა? რაც მოხდა 8 სექტემბერს, ეს მათი მაქსიმალური შესაძლებლობა იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების სრული მობილიზება მოახდინა, თუმცა, კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყრილობაზე ისეთი ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს რეალურად არც უჭერენ.

ბეჭდვა