სასწრაფოს თანამშრომლების და ოჯახის ექიმების ხელფასი 100 ლარით გაიზარდა
სასწრაფოს თანამშრომლების და ოჯახის ექიმების ხელფასი 100 ლარით გაიზარდა
15:34 01.07.2020
"რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის. დღეიდან, 1-ლი ივლისიდან სასწრაფოს თანამშრომლებს და ჩვენს ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ლარით მოემატებათ. ეს არაა ის ღირსეული ანაზღაურება რასაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს გადაუდებელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

დღეს ხობში, სენაკსა და მარტვილში სასწრაფოს გადაუდებელი ცენტრებისთვის შენობა-ნაგებობები გაიხსნა.
ბეჭდვა