სარფის გამშვებ პუნქტთან მოქალაქეები, საზღვრების გახსნის მოთხოვნით, აქციას მართავენ
15:26 01.07.2020
მოქალაქეები სარფის გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საზღვრის გახსნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და სახელმწიფოსგან ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.