ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა
10:32 10.09.2012
ქვემო ქართლში მომხდარ ავარიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ემხვერპლნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი - უფროსი ლეიტენანტი მანუჩარ ქორიშვილი და უმცროსი ლეიტენანტი ლევან ნანდოშვილი.

ავტოავარიასთან დაკავშრებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.


ბეჭდვა