მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია
 მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,  კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია
12:31 01.07.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია-

ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქს უკავშირდება.

"კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევა და ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და გახდა 795, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85-%-ზე მეტია"-განაცხადა ეზუგბაიამ.
ბეჭდვა