რუსთავში მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა
რუსთავში მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა
09:52 01.07.2020
რუსთავში, კოსტავას გამზირზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს.

მამაკაცი კლინიკა "რუსთავის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბეჭდვა