ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
16:35 30.06.2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან, ლენტეხის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

  • ხელმძღვანელებმა ლენტეხის სოფელი ნანარში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
  • პროქტის შემსრულებელი-შპს ,,ლუკა-2003"
  • ღირებულება -27 731 ლარი
  • სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 22.05.2020- 16.07.2020წწ.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები.
ბეჭდვა