დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
13:31 30.06.2020
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
დალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ"ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.

ბეჭდვა